Thursday 6 July 2017

Tansacmeli.com - ეს არის ადგილი (ონლაინ მაღაზია), სადაც შეძლებთ შეიძინოთ სხვადასხვა კატეგორიის ნივთები, თქვენთვის მისაღებ ფასებში. 
ჩვენს პროდუქციაში შედის შემდეგი კატეგორიის ნივთები:
Tansacmeli.com - გთავაზობთ ამ კატეგორიის ნივთების გამოწერა-მიწოდების სერვისს, საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ჩვენ საიტზე არსებული ნივთების კატალოგიდან შეუკვეთავთ სასურველ ნივთს, გადაიხდით მის საფასურს და შეკვეთილი ნივთი თქვენ მიერ არჩეულ მისამართზე იქნება მიწოდებული, კურიერის მიერ, 15 დღის ვადაში.

არსებობს რამდენიმე მსგავსი სერვისის მქონე საიტი ქართულ ვებ სივრცეში, მე ჩვენი მომსახურებისა და უპირატესობების შესახებ ვისაუბრებ.

ჩვენი სერვისების ჩამონათვალი:
  • თქვენგან შეკვეთის მიღება-გადამოწმება
  • ნივთის საქართველოში ჩამოტანა და მისამართზე მიწოდება
  • ფასდაკლებები და ფასდაკლების კუპონები
  • შეაფასე პროდუქტი და მიიღე 10%-იანი ფასდაკლება, შეფასებულ ნივთზე
  • ონლაინ კონსულტაცია
შეკვეთის მიღების შემდეგ, ჩვენი ოპერატორის მიერ ხდება მისი გადამოწმება. ვაზუსტებთ ნივთის სახეობასა და რაოდენობას. რაც შეეხება საკურიერო მომსახურებას, გვაქვს ორი ტიპის მიტანის სერვისი. უფასო და ფასიანი. განსხვავება ისაა, რომ ფასიანი მიტანის სერვისის მქონე პროდუქტი სარგებლობს პრიორიტეტით მიტანის თვალსაზრისით და ღირს თბილისში 3 ლარი. ხოლო რეგიონებში ფასი ინდივიდუალურია მანძილის მიხედვით, ასევე რეგიონებში არ არის უფასო მიწოდების სერვისი, ეს მხოლოდ თბილისის უბნებში ვრცელდება.

ჩვენთან არსებობს ორი ტიპის ფასდაკლება, ეს არის კონკრეტული ნივთების ფასდაკლებები, რომელსაც შეხვდებით პროდუქციის კატალოგში და მეორე, ფასდაკლების კუპონი, რომელიც მოგცემთ 10%-იან ფასდაკლებას მთლიან შეკვეთაზე, მაგალითისთვის თუ შეუკვეთავთ ერთ ნივთს, ან სამ ნივთს ორივე შემთხვევაში გამოაკლდება საერთო ღირებულების 10%.

ჩვენ ვიძლევით თანხის სრულად დაბრუნების გარანტიას იმ შემთხვევაში თუ ნივთი თქვენამდე მოვა დაზიანებული. 

ასევე თუ ძალიან მოგეწონებათ რომელიმე ნივთი, თქვენ თავად შეგიძლიათ მიიღოთ ფასდაკლება, როგორ? საკმაოდ მარტივად, ამისათვის საჭიროა თქვენთვის სასურველი ნივთი შეაფასოთ ქულებით და დაუწეროთ კომენტარი, ამის შემდეგ გააზიაროთ თქვენს ფეისბუქ გვერდზე.

დამატებითი ინფორმაცია, ინსტრუქცია თუ როგორ შეუკვეთოთ ნივთი Tansacmeli.com-ზე. დააჭირეთ ამ წარწერას

თუ ამ ყველაფრის შემდეგ მაინც დაგრჩათ კითხვები მიმართეთ ჩვენს ონლაინ კონსულტანტს, რომელიც ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ
https://www.facebook.com/tansacmelicom/ 
* * *
მამაკაცის კლასიკური საათი ოთხი სხვადასხვა ფერის.
სქესი: მამაკაცებისათვის
სტილი: ბიზნესი
ტიპი: კვარცი
ციფერბლატი: ანალოგური
მასალა: PU ტყავი
ფორმა: მრგვალი
წყლის გამძლეობა: კი

ბმული: https://goo.gl/vCcy24 
* * *
მამაკაცის კლასიკური საათი ოთხი სხვადასხვა ფერის.
სქესი: მამაკაცებისათვის
სტილი: ბიზნესი
ტიპი: კვარცი
ციფერბლატი: ანალოგური
მასალა: PU ტყავი
ფორმა: მრგვალი
წყლის გამძლეობა: კი

https://goo.gl/vCcy24 

Sunday 23 October 2016

Sunday 28 February 2016

ამ სფეროში უფრო და უფრო აქტუალური ხდება თემა "დამკვეთის უნდობლობა ინტერნეტით გაცნობილი ფიზიკური პირის მიმართ", ამის გამომწვევი არის ორი ძირითადი მიზეზი:

  1. 1.ფიზიკური პირები, რომლებმაც აიღეს საქმე და თავიანთი გამოუცდელობისა თუ შეზღუდული კომპიუტერული უნარ–ჩვევების გამო ვერ მიიყვანეს საქმე ბოლომდე, რაც დამკვეთს აფიქრებინებს, რომ მომავალში შეიძლება იგივე მოხდეს ფიზიკური პირის დაქირავების შემთხვევაში.
  2. 2.ფიზიკური პირი, რომელმაც ოცნების კუნძული წარმოუსახა დამკვეთს, მოსთხოვა ავანსის სახით საერთო თანხის ნაწილის წინასწარ ჩარიცხვა და იმ მომენტის შემდეგ აორთქლდა. ასეთი ტიპის ადამიანები არიან ტიპიური აფერისტები, რომლებმაც შესაძლოა არც კი იცოდნენ როგორ უნდა გააკეთონ ის, რაც დამკვეთს სურს. ან იციან, მაგრამ მარტივად ნაშოვნი ფული ურჩევნიათ.
რა არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი? 

ჩვენი მხრიდან, ვინც პატიოსნად ვშრომობთ, აღებული საქმე  ბოლომდე მიგვყავს და აქედან გამომდინარე, კმაყოფილი და მუდმივი დამკვეთებიც ბევრი გვყავს. ერთადერთი იარაღი ის არის, რომ განვდევნოთ ასეთი პირები.
forum.ge –ზე რამდენჯერმე წავაწყდი პოსტს სახელით "აღმოჩენილია ახალი აფერისტი".
ერთ–ერთ ასეთ შემთხვევას კი სერიოზული გაგრძელება მოჰყვა, რომლის სერიოზულობაც სასამართლოში სარჩელის შეტანით გამოისახება. არ ვიცი ეს პირი დასჯილი იქნა, თუ არა თაღლითობის გამო, მაგრამ ვხვდები, რომ ეს კარგი დასაწყისია. 
ჩვენ თავად უნდა მოვიკვეთოთ ასეთი პარაზიტები "სხეულიდან". რამდენიმე სასამართლოთი და მძიმე განაჩენის შემდეგ, ასეთი პარაზიტები შეშინდებიან და აღარ გააკეთებენ მსგავს სისულელეს.

მე პირადად ვარ ვებ დეველოპერი, წინა, 2015 წლის განმავლობაში შეკვეთები არ მაკლდა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც 6 პოტენციური დამკვეთი დამკავშირებია ერთი დღის განმავლობაში და სურდათ სხვადასხვა კატეგორიისა და სირთულის საიტის დამზადება. 
ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთ საიტზე ვმუშაობდი და ორი დამკვეთი ელოდებოდა როდის დავასრულებდი ამ საიტს, რომ შემდეგ მისთვის მიმეხედა. ამ რიგში მდგომი დამკვეთებისთვის უკვე ნაცნობი ვიყავი, რადგან ადრე მათთვის გამიწევია მსგავსი სახის სამუშაო და ამიტომ მელოდებოდნენ, თორემ სხვა შემთხვევაში სხვა დეველოპერს მოძებნიდნენ.

აი სად მივყავართ ამ საუბარს, ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ დამკვეთებს ამ ეტაპზე არ სჭირდებათ ჩემი მომსახურება.  ხოლო სხვა დამკვეთები, რომლებმაც არ იციან რამდენად სანდო ადამიანი ვარ და რამდენად შემიძლია მათი საქმის ბოლომდე მიყვანა აღარ რეკავენ. მე მაქვს რამდენიმე ერთეული უნიკალური პროექტი განხორციელებული და სხვა ბევრი სტანდარტული, სტანდარტულში ვგულიხსმობ არც თუ ისეთი რთული ფუნქციონალის საიტს.

დადგა 2016 წელი, უკვე თებერვალი მიიწურა, სადაცაა მარტი დაიწყება და მე ჯერ ერთი შეკვეთაც არ მქონია. ასეთი პარაზიტები აზარალებენ სხვა ფიზიკურ პირებს, რომლებიც პატიოსნად მუშაობენ და მათგან განსხვავებით აღებული საქმე ბოლომდე მიჰყავთ.
ვებრძოლოთ ასეთ უპასუხისმგებლო, გადამგდებ და არაფრის მაქნის ხალხს.

მადლობა ყურადღებისთვის, შემდეგი სტატიის თემა იქნება "ხალხი, რომელიც ბაზარზე ფასს აგდებს, ანუ 50 ლარიანი საიტები".